No subject Posted by:mad-angeel mad angel 2207 days ago 
დრო ჩერდებოდა და სულს სიტყვას ჩუმად აცლიდა
ხმა ჩავარდნოდა, წუთების სვლას ნელა უცქერდა
თვალცრემლიანი წარსულის მიღმა უცბად გაწვიმდა...
ფიქრებს ბოჭავდა მთელი ძალით...არსად უშვებდა...
წამებს ითვლიდა, ქვიშის საათს გულში იკრავდა
მისი ლამაზი შავი მზერა ელანდებოდა...
მომავლის იმედს ხელს სჭიდებდა...გუშინ უყვარდა...
და იქნებ ხვალაც უფრო ძლიერ შეჰყვარებოდა...
(Read more)
Comments: 2 Views: 950 Group: ლექსები |
No subject Posted by:mad-angeel mad angel 2207 days ago 
ცრემლი ქრებოდა ჰაერში და გრძნობა კვდებოდა
გოგონას გულში ტკივილი და კვდომა ჩნდებოდა
ტკივილი სწვავდა არემარეს სიცოცხლის ნატრულს
ევედრებოდა სიყვარულით გადამწვარ წარსულს...
ეჭვმა წაართვა აზროვნების საღი უნარი
სხვის აზრს დაეყრდო, გაიყუჩა გრძნობა სხეულში
მის წინ აწმყო დგას ტკივილით და დარდით უხამსი
ვერ დაივიწყებს ამ სიყვარულს, ივლის ეული...
დუმილში გაწვრთნილ სიყვარულს და ბედნიერებას
თვალებში გაცრის არ გაანდობს ქვეყნიერებას
ხალხს შეშურდება სიხარული მისი ცხოვრების
მას ტკივილი კლავს...
დაუვიწყარ გრძნობას რომ ერთვის....
(Read more)
Comments: 1 Views: 791 Group: ლექსები |
No subject Posted by:mad-angeel mad angel 2207 days ago 
ცხოვრება მიდის... სანთელი დნება...
ქუჩის კუთხეში ვიღაც ატირდა...
უკანასკნელი იმედიც კვდება...
ხვდები რომ თურმე მოცდა არ ღირდა...
ყველაფერს უნდა მოუღო ბოლო
მომავალს თურმე ასე დასჭირდა
კვდომის ატანა მოგიწევს მხოლოდ
არ გეყოლება გვერდში სხვა ვიღაც...
მარტო მიდიხარ ... იკვალავ ბილიკს...
ძირს ფოთლებს შენი ცრემლი აცვივა...
ხეების ჩრდილში ტკივილი კივის....
უკანასკნელი გრძნობაც ატირდა...
(Read more)
Comments: 0 Views: 1408 Group: ლექსები |
No subject Posted by:mad-angeel mad angel 2207 days ago 
სულ ცოტა დრო გვაქვს... ძალიან ცოტა...
უნდა ვიჩქაროთ სანამ გაწვიმდა
ბედნიერების ღიმილი მოვა...
სწრაფად!იჩქარე!სანამ წავიდა...
წამში ჩავტიოთ გრძნობა ულევი
და სიყვარულის ცრემლით გავათბოთ
ერთმანეთს ვანდოთ ჩვენი გულები
სანამ სიკვდილის ღვინო დაგვათრობს...
რატომ გაჩერდი? რაზე დაფიქრდი?
რად შეაჩერე მზერა ვარსკვლავზე?
ბედნიერების წუთი არ იცდის
მალე! იჩქარე!სანამ წაგვართვეს!
(Read more)
Comments: 0 Views: 1170 Group: ლექსები |
No subject Posted by:mad-angeel mad angel 2207 days ago 
ვიქრობ წარსულზე...უკვე გასულზე...
და თვალზე ცრემლის სითბო მაწვება...
ვემშვიდობები უკვე ფარულ გზებს
ტკივილით ვტოვებ სულის ღვთაებას...
მომავლის სითბოს ვგრძნობ სიშორიდან
იმედი სულის კუთხეს არ წყდება...
უჩუმრად ტოვებს გულს ირონია
და სიყვარულის კედელს აწყდება...
შედგა...დაიბნა... წამით დაფიქრდა...
ვერ მიხვდა უცებ მის წინ რა იყო...
ახლა შეიგრძნო...რაც წინ არ ითქვა...
ჩაიღიმა და კარი გაიღო...
სიცივემ იის კოცნა შეეიგრძნო...
მორცხვად დახარა თავი პაწიამ...
და ეს პირველი ამბორის სითბო...
მან სიკვდილისთვის ვეღარ გაწირა...
(Read more)
Comments: 0 Views: 629 Group: ლექსები |
No subject Posted by:mad-angeel mad angel 2207 days ago 
გულში ტკივილი... უკვე განვლილი...
თავში დღეები... უკვე ჩავლილი...
ყველაფრის ერთი მთლიანი ჯაჭვი
წარსულის მოუსვენარი ლანდი...
აწი ვიცოცხლებ... მაინც ვიცოცხლებ...
მაინც გადავდგამ დროების ნაბიჯს
გულში ტკივილის გრძნობას ვიოკებ
და უკანასკნელ სითბოსაც ვაცლი...
(Read more)
Comments: 0 Views: 255 Group: ლექსები |
No subject Posted by:mad-angeel mad angel 2207 days ago 
მონატრებით მთვრალო სიყვარულო,
შენი ცეცხლი მწვავს და ჩუმად მრიყავს
გულში ღიმილი აღწევს უჩუმრად
მიყვარხარ მეთქი გითხარი მძინარს...
ბედნიერი ვარ ამ მონატრებით
ამ ოცნებების სინაზე მიყვარს
და ამ გრძნობების ტკბილ მოზღვავებით
დაბლა დაშვება უკვე არ მინდა...
შენი თვალებით ვუმზერ სამყაროს
შენს წამწამებზე ვითვლი დროებას
არ დაგივიწყებ მე შენ არასდროს
ხომ დაბრუნდები...თუნდაც ოდესღაც...
(Read more)
Comments: 0 Views: 385 Group: ლექსები |