2207 days ago Quote('143597','143597','5','154')">Report spamდრო ჩერდებოდა და სულს სიტყვას ჩუმად აცლიდა
ხმა ჩავარდნოდა, წუთების სვლას ნელა უცქერდა
თვალცრემლიანი წარსულის მიღმა უცბად გაწვიმდა...
ფიქრებს ბოჭავდა მთელი ძალით...არსად უშვებდა...
წამებს ითვლიდა, ქვიშის საათს გულში იკრავდა
მისი ლამაზი შავი მზერა ელანდებოდა...
მომავლის იმედს ხელს სჭიდებდა...გუშინ უყვარდა...
და იქნებ ხვალაც უფრო ძლიერ შეჰყვარებოდა...
06-03-06
Comments: 2 Views: 950
|